თბილისში მიმდინარე ორი მსვლელობა თსუ-ის პირველ კორპუსთან გაერთიანდა - აქციის მონაწილეები გმირთა მოედნისკენ მიდიან
"გაიღვიძე საქართველო" - მეტროსადგურ „მარჯანიშვილიდან" და „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ წამოსული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან გაერთიანდნენ.
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია „ძლიერი საქართველოსა“ და „ცვლილებებისთვის“ ლიდერები და მხარდაჭერები გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილდებიან.