საპროტესტო აქცია გმირთა მოედანზე საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა
პროდასავლური ოპოზიციისა და საოქალაქო საზოგადოების აქცია გმირთა მოედანზე დასრულდა.
აქციის მონაწილეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. მათი თქმით "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები ტოტალურად გააყალბა.
მათი განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დუდიდეს ნაწილს.
გაიღვიძე საქართველო. გამოდი! გამოდი, და არ დაუთმო რუს ოკუპანტს, რომლის წინააღმდეგაც გმირებმა თავი დადეს, აქედან იწყება ყველაფერი.
მინდა, ფიცივით გითხრათ, მე ერთი რიგითი ქართველი, ამ ბრძოლას არ გამოვეთიშები, უკან არ დავიხევ, სანამ საქართველო არ მიიღებს რაც მას ეკუთვნის, სრული თავისუფლება, დემოკრატია და ევროპისკენ გზა.
ჩვენ ვხედავთ, რომ თითოეულ ჩვენ პროტესტს მხარს უჭერს მთელი ცივილური სამყარო, ჩვენ ვხედავთ ამ მხარდაჭერას, მაგრამ ბრძოლა ჩვენი მოსაგებია, მშვიდობიანად, ახალი არჩევნების მოთხოვნით, ამ პარლამენტს არ ექნება ლეგიტიმაცია"- თქვა კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.