მუქარა სოციალურად დაუცველებზე, ამომრჩევლის დაშინება და მოსყიდვა - ახალი ჟურნალისტური გამოძიება
"ქართული ოცნება" სოციალურად დაუცველების იძულებაშია ეჭვმიტანილი - "შაბათის ეთერთან" თელავის რაიონის სოფლების მცხოვრებლები აცხადებენ, რომ გამგებელი მათ დახმარების შეჩერებით ემუქრებოდა, თუ ხმას ოლიგარქის პარტიას არ მისცემდა.
"ტვ პირველის" გამომძიებლებმა იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც დაშინების გარდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფატებს ასახავს.
გარდა ამისა, "შაბათის ეთერმა" გაარკვია ისიც, რომ არჩევნების წინ, კახეთის 22 სოფელში რიგითი მოქალაქეების სახელზე ფონდები დააფუძნეს, თუმცა არცერთი ფონდის მმართველი ვერ უსახელებს "შაბათის ეთერს" ვისი ფული ირიცხებოდა სოფლის განვითარების ფონდში და არც ის იციან სად არის ახლა ეს თანხა.
არსებობს ვარაუდი, რომ სოფლის ფონდებს რეალურად სოფლის გამგებლები განაგებდნენ.
დოკუმენტების შესწავლით დგინდება, რომ 27 სექტემბერს და 10 ოქტომბერს, ერთი და იგივე წესდებით, 22 სოფელში ფონდები ადგილობრივებმა დააფუძნეს.