თბილისში დღეს ევროკავშირის 8 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვა
ევროკავშირის წევრი 8 ქვეყნის სპეციალურ დელეგაციას დღეს თბილისში ელოდებიან. ევროპელი პარტნიორები პრეზიდენტისგან, ოპოზიციისგან და არასამთვრობო სექტორისგან გაყალბებული არჩევნების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. ჯერ უცნობია, შეხვდება თუ არა "ქართული ოცნება" საფრანგეთის, გერმანიის შვედეთის, ფინეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის და პოლონეთის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეთა დელეგაციას. ცნობილია ის, რომ საერთაშორისო საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნებს სამართლიან და თავისუფალ არჩევნებად არ აღიარებს და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.
პროდასავლური ოპოზიცია ვარაუდობს, რომ დელაგაციის მხრიდან გზანილები მწვავე იქნება. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებს არცევნების მიტაცებასთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებს და ინფორმაციებს წარუდგენენ.
ოპოზიციური, პროდასავლური ფლანდგი სრულად და მათ შორის, ჩვენი კოალიცია აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ველზე ყველა დასავლურ ქვეყანასთან, მათ დიპლომატიური კორპუსებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმისთვის, რომ მიეწოდოთ მათ მტკიცებულებები არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. 8 ქვეყნის დელეგაციის ვიზიტიც იქნება ასეთი, სადაც დელეგაციის წევრები მიიღებენ დამატებით მტკიცებულებებს და ინფორმაციებს არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით, რაც აისახება შემდეგ აუცილებლად შესაბამის გადაწყვეტილებებში და დასკვნებში დასავლური სახელმწიფოების მხრიდან, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
გახარიას გუნდის წევრი თეონა აქუბარდია საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ყურადღებას დამოუკიდებელი გამოძისების მნიშვნელობაზე ამახვილებს. მისი თქმით, ამ საკითხში მნიშვნელოვანია ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერა.
ეს ვიზიტი ასევე ქართველი ხალხის მხარდაჭერის გამოხატულებაა და საქართველოს ევროპული კურსის და მნიშვნელოვანია ახლა არჩევნების დამოუკიდებელი გამოძიების საკითხზე მხარდაჭერის მიღება იმისთვის, რომ საქართველოში არჩევნების ჩატარებას საერთოდ აზრი ჰქონდეს და საქართველო დავაბრუნოთ ევროპულ გზაზე. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ მათთან კომუნიკაციის გზით იმ მიზნის მიღწევა და იმ მხარდაჭერის მიღება, რასაც საქართველოს ევროპული მომავალი ჰქვია, მიუხედავად იმ მძიმე საფრთხისა, რომელიც ივანიშვილმა საქართველოს შეუქმნა ამ გზაზე, - ამბობს თეონა აქუბარდია.