არჩევნების გაყალბების საქმე - ბათუმის საქალაქო სასამართლოში ირაკლი კუპრაძის გამოკითხვა დასრულდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე არჩევნების გაყალბების საქმეს ეხება, რაზეც პოლიტიკოსი პროკურატურაში იყო დაბარებული, თუმცა მან ჩვენებების მიცემა სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით არჩია.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გამოკითხვა სასამართლოში 40 წუთს გაგრძელდა. გამოკითხვიდან გამოსული კუპრაძე ამბობს, რომ გამომძიებლები მისგან მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდნენ.
კომუნიკაცია სასამართლო პროცესზე და გამოკითხვაზე იყო საკმაოდ დაძაბული. მე მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ მიმეთითებინა იმ ვიდეომტკიცებულებებზე, რომელიც საჯარო სივრცეში უკვე არსებობს, მათ შორის, ტელევიზიებში, პირდაპირ ეთერებში ნაჩვენები კანონდარღვევები და სისხლის სამართლის დანაშაულები. რა ტიპის გამოძიებაა ეს ყველაფერი, ამაზე მიუთითებს ივანიშვილის მთელი პოლიტიკა და მიტაცება ზოგადად ინსტიტუტების და მათ შორის, პროკურატურის. პროკურატურა ითხოვს მტკიცებულებების წარდგენას იმ დროს, როცა მტკიცებულებებთან წვდომის უფლება ჩვენ არ გვაქვს. წვდომის უფლებაში ხძალიან მარტივი რამ, რომ მოგვაწოდოს ცესკომ შესაბამისი სიები, პროგრამული ჩანაწერები, რომ მოხდეს გამოძიება. ამ გამოძიები ჩატარება შეგვიძლია ჩვენც, თუმცა წვდომა ამ დოკუმენტებთან არ გვეძლევა ისევდ ა ისევ პროკურატურის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებების გამო. მოსამართლე საერთოდ არანაირ როლს არ თამაშბს ამ პროცესში. ის არის მაფორმებელი იმ პროცესის, რასაც აწარმოებს საქართველოს პროკურატურა, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ "ძლიერ საქართველოს" არჩევნების გაყალბების არაერთი მტკიცებულება გააჩნია, თუმცა მისი თქმით, "ივანიშვილის პროკურატურას" მათ არ გადასცემენ.
უკვე მეორე კვირაა, ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურა ყველა იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს იბარებს, ვინც საჯარო ფაქტებზე დაყრდნობით პოლიტიკური განცხადება გააკეთა.