ყველა აქციას სოლიდარობას ვუცხადებთ და დღევანდელ აქციაზეც წარმოდგენილები ვიქნებით - ფავლენიშვილი
"დაიტოვეს" დაანონსებულ აქციას დღეს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობაც" შეუერთდება. ამის შესახებ კოალიციის გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ისინი ყველას აქციას სოლიდარობას უცხადებენ.
ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო აქტორები და ძალიან ბევრი ადამიანი, არა მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფები არიან გაბრაზებულები და ძალიან მობილიზებული იმისთვის, რომ ქვეყანაში ძალაუფლება დაუბრუნდეს ხალხს და ყველა აქციას ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ და დღევანდელ აქციაზეც ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილები, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
დღეს ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტი მსვლელობას "დაიტოვე" გეგმავს. მარშის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყებენ. საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები, რომელიც 200 ათასზე მეტ მოქალაქეს აერთიანებს, ამბობენ, რომ ეს "დაიტოვეს" გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია.