ხმაური და დაპირისპირება ცესკოში - კალანდარიშვილი ოპოზიციას მიკროფონებს უთიშავს

10.11.24 13:21
ხმაური და დაპირისპირება ცესკოში - კალანდარიშვილი ოპოზიციას მიკროფონებს უთიშავს

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო საჩივრების განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ცესკოს თავმჯდომარეს ოპოზიცია "ოცნების" სასმახურში დგომის და არჩევნების გაყალბების გამო აკრიტიკებს, გიორგი კალანდარიშვილი კი მათ მიკროფონს უთიშავს მაშინვე, როგორც კი დარბაზში მისთვის არასასურველი განცხადებები კეთდება.

უმაღლესი დონის არჩევნები ჩავატარეთ! შენ რომ შედეგები არ მოგწონს, იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი არჩევნები ჩავატარეთ! ეს არის პროვოკაცია და მეტი არაფერი, - ამტკიცებდა დღევანდელ სხდომაზე კალანდარიშვილი. 

ჩხუბში პერიოდულად ერთვებიან "ქართული ოცნების" წევრებიც. "ბოტებო და პროვინციალებო" - ასე მიმართა ცოტა ხნის წინ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ოპოზიციას.

ცესკომ დღეს საიას ერთ-ერთი საჩივარი, რომელიც ლონდონის საარჩევნო უბნებს ეხებოდა, არ დააკმაყოფილა. საუბარია იმ შემაჯამებელ ოქმებზე, რომელიც თავდაპირველად ცეკოს ოფიციალურ საიტზე აიტვირთა და ამ შემაჯამებეულ ოქმში არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობა მითითებული არ იყო. საია ამ უბნების გაბათილებას ითხოვდა.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ცესკოში დღეს შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე უნდა მსჯელობენ. ტოტალური გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, და ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" და საიას საჩივრები, 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები