მაღალი რანგის დელეგაციის ჩამოსვლა ადასტურებს, რომ EU-ს საქართველოს ევროპული მომავლით დაინტერესებულია - ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი საქართველოს ევროინტეგრაციით დაინტერესებულია და ქვეყანაში მაღალი რანგის დელეგაციის ჩამოსვლაც ამის დასტურია. მისი თქმით, ევროპელი პარტნიორები ყველა გზით ცდილობენ, "ოცნების" ხელისუფლებას გააგებინონ, რომ ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვან.
თუკი რამე დასტური გვჭირდება იმისთვის, რომ ევროკავშირი სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, მათთვის ღირსების და პრინციპის ამბავი გახდა, რომ საქართველო დააბრუნონ დემოკრატიული განვითარების გზაზე და უზრუნველყონ საქართველოს ევროპული მომავალი, ამის ყველაზე კარგი დასტური არის ხოლმე სწორედ ის, როდესაც არ ჩერდება მაღალი რანგის დელეგაციები ქვეყანაში. ჩვენ ვნახეთ ფოტოს გადაღების დროს როგორ უვლიდნენ, ხელსაც კი არ ართმევდნენ, გამარჯობასაც კი არ უთქვამთ, მაგრამ შარლ მიშელი მაინც შეხვდა ირაკლი კობახიძეს, კიდევ ერთხელ დასარწმუნებლად, რომ თუ რამე რესურსი არსებობს, იქნებ გააგებინონ ამ ქვეყანას და ამ ხელისუფლებას, რომ ახლა არის ის ისტორიული შანსი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ, - ამბობს თინა ხიდაშელი.
ევროკავშირის დელეგაციის ნაწილი თბილისშია. უკვე ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას ისინი ხვალ დილით, ათონელის სასახლეში, პრეზიდენტთან გამართავენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება, რომლის შედეგებიც ამ დრომდე არავის უღიარებია.
ევროკავშირის დელეგაცია პრეზიდენტის გარდა ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს შეხვდება.