პარტნიორებს წინ უდევთ დასკვნა, რომელიც ვერ ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ - ნატალი საბანაძე
პარტნიორებს წინ უდევთ დასკვნა, რომელიც ვერ ამბობს, რომ არჩევნები ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ, - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ყოფილი ხელმძღვანელი ნატალი საბანაძე საუბრობს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, დასავლელ პარტნიორებს ეს ეჭვები გაუქარწყლდეთ, სხვა შემთხვევაში, ისინი ამ არჩევნებს ვერ აღიარებენ. საბანაძე პრიდაპირ ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხი დღის წესრიგიდან ჩახსნილია.
პოლიტიკოსებს და ჩვენს პარტნიორებს წინ უდევთ დასკვნა, რომელიც ვერ ამბობს, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ღიად და გამჭვირვალედ. აქვს ასევე ინფორმაცია საქართველოდან საქართველოშ არსებული დამკვირვებლების მხრიდან, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და ძალიან კარგად გათვლილ სქემას, რომელმაც მოიტანა ის შედეგი, რომელიც მოიტანა. ეჭვები უნდა გაქარწყლდეს. ამის გარეშე ძალიან რთული იქნება დასავლელი პარტნიორებისთვის აღიარება ამ არჩევნების. შეიძლება არც აღიარონ, აუცილებელი არ არის, ურთიერთობა გაგრძელდება, მინიმალური. ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის თემა რეალურად, ახლა ჩახსნილია, - მაბობს საბანაძე.
ევროკავშირის დელეგაციის ნაწილი თბილისშია. უკვე ცნობილია, რომ პირველ შეხვედრას ისინი ხვალ დილით, ათონელის სასახლეში, პრეზიდენტთან გამართავენ. საუბრის მთავარი თემა საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება, რომლის შედეგებიც ამ დრომდე არავის უღიარებია.
ევროკავშირის დელეგაცია პრეზიდენტის გარდა ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს შეხვდება.