ტროლ-ბოტები ცესკოს მაშველ რგოლად - ISFED-მა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი აღმოაჩინა

10.11.24 14:06
ტროლ-ბოტები ცესკოს მაშველ რგოლად - ISFED-მა 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი აღმოაჩინა

აღმოჩენილია 7 ყალბი და 15 საეჭვო პროფილი. არაავთენტური ანგარიშები ერთი და იგივე შინაარსის კომენტარებს წერენ - რომ ცესკომ არჩევნები წესების დაცვით და მაღალი სტანდარტით ჩაატარა. საეჭვო ანგარიშები "სამართლიანმა არჩევნებმა" აღმოაჩინა. ირკვევა, ყველა მათგანი ერთი და იგივე დროს არის შექმნილი და ისინი სხვა ადამიანების სახელებს, გვარებს და ფოტოებს  არიან ამოფარებულები.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, ბოტები და ტროლები მესამე სექტორის  დისკრედიტაციას ეწევიან, რომლებიც ხმების დაცვით არიან დაკავებულები. ასევე ინტერაქციაშ შედიან ოპოზიციასთან და მათ მხარდამჭერებთან. 

პროფილები კოორდინირებულად პოსტებზე, რამდეჯერმე აკომენტარებენ და მათი კომენტარები ხშირად ერთი და იგივე შინაარსის არის და ერთნაირი სიტყვაწყობით არის გამორჩეული. 7 პროფილის შემთხვევაშ შევძელით გადამოწმება მათ მიერ გამოყენებული ფოტოების, ეს ვალიდურობის გაზრდის მიზნით ხდება ფოტოების მოაპრვა სხვა წყაროებიდან, თუმცა 15 პროფილის შემთხვევაში უკვე სხვა საეჭვოობის ინდიკატორი შემოვიდა. მაგალითად, ფოტოების განთავსების თარიღი იყო დეინტური რაღაც პროფილების შემთხვევაში. მაგალიტად, 2024 წლის 18 აგვისტოს ჰქონდათ 4 პროფილს პროფილის ფოტო გაახლებული და სავარაუდოდ, პროფილის აქტივაციის თარიღიც ეს იყო. ყალბი პროფილების მხრიდან ვერცელდებოდა ცესკოს მხარდამჭერი გზავნილები, ასევე მისი თავმდჯომარის მხარდამჭერი გზავნილები და საარჩევნო ტექნოლოგიებიც დადებითად იყო შეფასებული და განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა იმაზე, რომ ხმის ფარულობა იყო დაცული არჩევნებზე, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ტროლ-ბოტების საქმიანობაში სუსიც ჩართულია.  

ცესკოს ჰყავს თავისი ტროლების, ბოტების ქარხანა. რა თქმა უნდა, სუსის ეხმარება ამაში. სამწუხაროდ, ისინი სასარჩევნი ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც რთავენ ხოლმე, რომელთა მიზანია, რომ სოციქსელში მოახდინონ არასამთავრობო ორგანიზაციების, ოპოზიციონერი წევრების, ზოგადად ოპოზიციის დისკრედიტაცია, ცილისწამება. ამავდროულად, ხოტბას ასხამენ ცესკოს, რაც ძალიან სასაცილოდ გამოიყურება და სამწუხაროა, რომ აქ აიძულებენ ადამიანებს მოწონებას, მადესკრეტიდირებელ კამპანიას და ა.შ., - ამბობს გიორგი სიორიძე.  

სამართლიანი არჩევნების დაკვირვება სრულად ნახეთ აქ

მსგავსი სიახლეები