ამ ბრძოლაში ლიდერობა ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ - უშიკიშვილი "დაიტოვეს" აქციას უერთდება

10.11.24 14:15
ამ ბრძოლაში ლიდერობა ყველამ საკუთარ თავზე უნდა ავიღოთ - უშიკიშვილი "დაიტოვეს" აქციას უერთდება

მომღერალი გიორგი  უშიკიშვილი დღეს "დაიტოვეს" მიერ ორგანიზებულ მსვლელობას შეუერთდება. ხელოვანი ამბობს, რომ მსგავსი საზოგადოებრივი აქტივობები მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ამ ბრძოლაში თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. უშიკიშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში, საზოგადოება თავის სიტყვას მიანც იტყვის. 

მე პირადად შევუერთდები და საზოგადოების ის ინიციატივები, რომელიც, ვთქვათ, „დაიტოვეს“ შემთხვევაშია, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ყველამ რაღაცნაირად ჩვენს თავზე უნდა ავიღოთ ლიდერობა და მე ძალიან მიხარია, რომ ასეთი ლიდერი არის სწორედ „დაიტოვე“, რომელიც ძალიან დიდ საქმეებს აკეთებს, მათ შორის, ფბ-ს საშუალებით, მაგრამ ახლა მისი დაორგანიზებული გარეშე კრება, ვფიქრობ, არის უმნიშვნელოვანესი და დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდება. საბოლოო ჯამში, საზოგადოება იტყვის უკვე თავის სიტყვას. თავის სიტყვა არის ის, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, ოღონდ, ბუნებრივია, ეს უნდა იყოს არა ამ ცესკოს პირობებში, - ამბობს უშიკიშვილი. 

დღეს ახალი არჩევნების მოთხოვნით საპროტესტი მსვლელობას "დაიტოვე" გეგმავს. მარშის მონაწილეები შეკრებას 18:00 საათზე თავისუფლების მოედანზე დაიწყებენ. საზოგადოებრივი ჯგუფის წევრები, რომელიც 200 ათასზე მეტ მოქალაქეს აერთიანებს, ამბობენ, რომ ეს "დაიტოვეს" გარე სივრცეში მოქმედებების დასაწყისია.  

მსგავსი სიახლეები