გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომიდან ლაშა ფარულავა გააძევა

10.11.24 14:45
გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოს სხდომიდან ლაშა ფარულავა გააძევა

ცესკოს თავმჯდომარემ სხდომიდან, სადაც საარჩევნო საჩივრებს განიხილავენ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა გააძევა. გიორგი კალანდარიშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის იმ განცხადებამ გააღიზიანა, სადაც მან ცესკოს წარმომადგენლებს "გამყალბებლები" უწოდა. 

ეს არ იყო კენჭისყრა, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია, რომელიც ჩატარდა საქართველოში. რუსული სპეცოპერაციით დემოკრატია გაუქმდა ქვეყანაში. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები გაუქმდა. ამაზე, პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ, ბატონო გიორგი და ბატონო გიორგი ჯავახიშვილო. თქვენ ხართ მთავარი გამყალბებლები. თქვენ არჩევნები გააუქმეთ ამ ქვეყანაში. თქვენ მიიტაცეთ ეს არჩევნები! ,- აღნიშნა ფარულავამ.

ფარულოვას სიტყვით გამოსვლის დროს მიკროფონი გაუთიშეს და კალანდარიშვილის მითითებით სხდომიდან გააძევეს.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ცესკოში დღეს შემაჯამებელი ოქმების გაბათილებაზე მსჯელობენ. ტოტალური გაყალბების, დაშინების, მოსყიდვის, და ფარულობის პრინციპის დარღვევის გამო, "ძლიერი საქართველოს", "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" და საიას საჩივრები, 73-ვე ოლქის შედეგების გაბათილებას ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები