ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თბილისშია
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე უკვე თბილისშია. "პირველების" გადამღები ჯგუფი მარკო მიხელსონს ახლა დედაქალაქი ერთ-ერთ სასტუმროსთან ელოდება. არ არის გამორიცხული, ესტონელმა პოლიტიკოსმა თბილისში ჩამოსვლის მიზეზებზე ოფიციალური შეხვედრების დაწყებამდე ქართულ მედიასთან დღესვე ისაუბროს.
ევროკავშირის რვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ხვალ პრეზიდენტს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. სამოქალაქო სექტორი ევროკავშირის დელეგაციას არჩევნების გაყალბების მტკიცებულეებს - ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს გადასსცემს.