"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ მარკო მიხელსონთან: "იდექით სწორ მხარეს"
მთავარი სათქმელი ქართველი ხალხისთვის გვაქვს ის, რომ იდგნენ თავისუფლებისკენ, იდგნენ სწორ მხარეს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ "პირველებთან" განაცხადა. მარკო მიხელსონი, რომელიც თბილისში დღეს ჩამოვიდა, ამბობს, რომ ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში სწორედ ამ მოტივით ჩამოვიდა, რომ მხარი დაუჭიროს სწორ პოზიციას საქართველოში.
როგორც თქვენ იცით, ჩვენ ვართ ევროპის პარლამენტის დელეგაცია სხვადასხვა ქვეყნებიდან. ჩვენ ხვალ შევხვდებით პრეზიდენტს და ვნახავთ, რა ხდება. მთავარი სათქმელი ქართველი ხალხისთვის არის ის, რომ იდგნენ თავისუფლებისკენ, იდგნენ სწორ მხარეს, რათა მათი ხმა იქნეს გაგებული და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ვართ აქ, რომ მხარი დავუჭიროთ სწორ მხარეს საქართველოში. როგორც ჩვენ გავიგეთ და მოვისმინეთ ცნობები ამ არჩევნების შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისგან და ასევე ადგილობრივი დამკვირვბლებისგან, ცხადია, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებული, - ამბობს მიხელსონი.
შეგახსენებთ,რ ომ ევროკავშირის რვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ხვალ პრეზიდენტს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს შეხვდება. სამოქალაქო სექტორი ევროკავშირის დელეგაციას არჩევნების გაყალბების მტკიცებულეებს - ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს გადასსცემს.