ჩვენ ვკითხეთ საქართველოს მთავრობას შეხვედრის შესახებ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა - მიხელსონი

10.11.24 17:27
ჩვენ ვკითხეთ საქართველოს მთავრობას შეხვედრის შესახებ, თუმცა ამ დრომდე პასუხი არ ყოფილა - მიხელსონი

 

 

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე "პირველებთან" ამბობს, რომ  ევროკავშირის დელეგაციამ "ქართულ ოცნებას" შევედრა სთხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ. 

ჩვენ ვკითხეთ საქართველოს მთავრობას შეხვედრის შესახებ, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ ყოფილა, ვიმედოვნებ, რომ მათ შევხვდებით ხვალ თუმცა ვნახოთ რა მოხდება, - ამბობს მიხელსონი. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის რვა სახელმწიფოს წარმომადგენელი ხვალ პრეზიდენტს, ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს  შეხვდება. სამოქალაქო სექტორი ევროკავშირის დელეგაციას არჩევნების გაყალბების მტკიცებულეებს - ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებს გადასსცემს.  

მსგავსი სიახლეები