მზადება საპროტესტო მსვლელობისთვის - თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები იკრიბებიან
ერთი საათი აქციის დაწყებამდე - ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე საპროტესტო ბანერებს ამზადებენ. თბილისის ქუჩებში დღეს მსვლელობა დაგეგმილი, მაგრამ აქციის ორგანიზატორები არ ამხელენ კონკრეტულად სად გააპროტესტებენ გაყალბებულ არჩევნებს. აქციის ორგანიზატორი ჯგუფი "დაიტოვეა", რომელიც სოციალურ ქსელში ანტირუსული დემონსტრაციების დროს, გაზაფხულზე შეიქმნა.
იქნება მსვლელობა აუცილებლად. ჯერ ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. პუშკინის სკვერში ვართ ჯერ, მერე ალბათ, ბევრნი რომ ვიქნებით გადავინაცვლებთ სხვა ადგილებზე. გვექნება მსვლელობა, ადგილზე ვიტყვით სად წავალთ. ველოდებით ადამიანს, ვისაც უნდა გაპროტესტება იმის, რომ არჩევანი მოპარეს, ველოდებით ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და ყველას ვისაც პროტესტის გრძნობა აქვს და თვლის, რომ ქვეყანას გვართმევენ, - ამბობს აქციის ორგანიზატორი.