"დამაშანტაჟეს", "მომისყიდეს", "ფიზიკურად იძალადეს" - პერფორმანსი პარლამენტთან
ამ წუთებში მოქალაქეები პარლამენტის წინ საპროტესტო პერფორმანსს დგამენ. მოქალაქეს, რომელსაც მკერდზე წარწერა "კაპიტანი" აქვს მიმაგრებული, ყუთით კარტოფილს არიგებს. მასთან რიგ-რიგობით მიდიან მოქალაქეები, რომლებსაც ასევე წარწერები აქვთ მიმაგრებული "ფიზიკურად იძალადეს", "დამაშანტაჟეს", "მომისყიდეს" და ა.შ. ისინი ყუთიდან სიმბოლურად თითო-თითო კარტოფილს იღებენ.
მე დღეს ვარ კაპიტანი, ვარიგებ კარტოფილს ამ გაჭირვებული ხალხის გაჭირვების სანაცვლოდ და მინდოდა მემხიარულა, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე მოვხვდები საბოლოოდ ციხეში და ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემტან ჩამოვიდა, იმ აქტივისტს ვულოცავ მათ, საქართველოს მხარეს რომ არიან დღეს და არა ქალბატონი კაპიტნის მხარეს, - ამბობს პერფორმანსის მონაწილე.