ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის დელეგაცია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოდის

10.11.24 20:26
ევროკავშირის 8 წევრი ქვეყნის დელეგაცია საქართველოში ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ჩამოდის

 

ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე უკვე თბილისშია. მარკო მიხელსონმა საქართველოში კონკრეტული გზავნილები ჩამოიტანა. გავლენიანი ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი იყო. თბილისში დაგეგმილი შეხვედრების დაწყებამდე, მიხელსონი ქართველებს ეუბნება, რომ ევროპა მათ გვერდშია და არ აპირებს მათ მიტოვებას.

ევროკავშირის წევრი რვა ქვეყნის დელეგაცია ოფიციალურ შეხვედრებს თბილისში დილიდან იწყებს. პირველი გაჩერება ათონელის სასახლე.  გავლენიანი პოლიტიკოსები პირადად სალომე ზურაბიშვილისგან მოისმენენ, რა მეთოდებით გააყალბა "ოცნებამ" არჩევნები და მოიპარა ხალხის ხმები. ირკვევა, რომ ევროპული დელეგაციის წევრებს შეხვედრა ხელისუფლებასთან სურდათ, თუმცა გაგზავნილი წერილზე პასუხი მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.

ევროკავშირის ლიდერებს ამ დრომდე "ოცნებისთვის" არჩევნების მოგება არ მიულოცავთ. ერთადერთი ისევ პრორუსი ვიქტორ ორბანია. თბილისში ჩამოსული დელეგაციის წევრები ხვალ შეხვედრებს გამართავენ  არასამთავრობოებთანაც და მათგან მოისმენს, როგორ გაყალბდა საქართველიში არჩევნები.  

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები