როგორ მოიპოვა "ოცნებამ" საპარლამენტო უმრავლესობა - ახალი მტიცებულებები შაბათის ეთერმა მოიპოვა
როგორ გაყალბდა არჩევნები და როგორ მოიპოვა საპარლამენტო უმრავლესობა ივანიშვილის პარტიამ? - შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა ახალი მტკიცებულება - აუდიოჩანაწერი, საიდანაც დგინდება, რომ "ქართულ ოცნებას" სულ მცირე მოპარული აქვს 166 615 ხმა. ანუ, ოლიგარქის რეჟიმს რომ დაახლოებით 8 პროცენტიანი მხარდაჭერა არ მიეთვისებინა, "ქართულ ოცნებას" შანსი არ ჰქონდა, ახალი მოწვევის პარლამენტში 88 დეპუტატი შეეყვანა.
გაურკვეველი გზებით ხმები "ქართული ოცნებისთვის" კაპიტნების დახმარებით შეგროვდა. საარჩევნოდ შექმნილი ქოლ ცენტრების ნაწილს საჯარო მოხელეები მართავდნენ. ახალი ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ კაპიტნებად მუშაობდნენ პარლამენტის, კულტურის სამინისტროს და საკრებულოს თანამშრომლები. ხმოვანი შეტყობინებებით ირკვევა, რომ ხმებზე მონადირე კაპიტნებს ნაღდი ფული დაურიგეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შავი ფულია.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.