რა პრივილეგიებით სარგებლობენ "ქართული ოცნების" კაპიტნები

10.11.24 20:48
რა პრივილეგიებით სარგებლობენ "ქართული ოცნების" კაპიტნები

 

რა პრივილეგიებით სარგებლობენ "ქართული ოცნების" კაპიტნები? "პირველებმა" გაარკვია, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კაპიტნებს ლექსო კობაიძეს და მის მეუღლეს მოქალაქემ სასამართლო დავა მოუგო. კობაიძეებს ახლა ერთი მილიონი აქვთ გადასახდელი ექიმ ნატალია პაპაშვილისთვის, მაგრამ "ოცნების" კაპიტნებმა მოიფიქრეს გზა, თუ როგორ დააღწიონ თავი ამ დიდი თანხის გადახდას.

ცოლ-ქმარმა ფიქტიური განქორწინება გააფორმა, რომ ზიანი არ აანაზღაუროს. დაზარალებული ამტკიცებს, რომ მძიმე მდგომარეობაშია. "ქართული ოცნების" კაპიტნებმა მას ჯერ ბიზნესი წაართვეს, ახლა კი სასამართლოს გზით მოგებულ მილიონს არ აძლევენ. არსებობს საფუძველიანი ეჭვი, რომ "ოცნების" კაპიტნებს ადვოკატ ლექსო კობაიძეს და მის მეუღლეს პროკურატურა და  ფინანსური პოლიცია ეხმარებიან.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები