პრეზიდენტი 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება
ამ წუთებში ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას ხვდება.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესებია.
ცნობილია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის დელეგაცია პროევროპულ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.
ოცნებამ EU-ს დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.