რუსეთის საჰაერო შეტევა უკრაინაზე - არის მსხვერპლი
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსული დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა, დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი. ნიკოლაევის მერი ოლექსანდრ სენკევიჩი და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი ამბობენ, რომ ამ დროსითვის მსხვერპლთა რიცხვი ხუთამდეა გაიზარდილი.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად, ნიკოლაევის სხვადასხვა რაიონში დანგრეული და დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ნიკოლაევში, მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს ხუთი დაღუპულის ცხედრები.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 01:30 საათისთვის რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს სამი ავიადარტყმა.