პრეზიდენტი: პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ ჰყავს

11.11.24 11:00
პრეზიდენტი:  პოლიტიკური კრიზისი სახეზეა, ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტი 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ კვლავ იმეორებს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და "ქვეყანას დემოკრატიული ხელისუფლება არ გყავს"

როგორც სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის მასპინძლობს საქართველოს ერთგულ მეგობრებს, რომლების დამსახურებითაც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო: 

მათი აქ ჩამოსვლა დღეს, როცა საქართველო შედის ღრმა პოლიტიკურ კრიზისიში, არის კიდევ ერთი ნიშანი ევროპული მხარდაჭერის, ის რომ ევროპა ჩვენ ხელიდან არ გვიშვებს და ჯერ კიდევ სჯერა საქართველოსი, საქართველოს ევროპულობის, საქართველოს ხალხის ევროპულობის, რომელიც გამოიხატა არაერთხელ ამ 33 წლის მანძილზე.

არაერთხელ კი არა, ყოველჯერ, როცა ევროპული პრინციპები, ევროპული მომავალის იმედი იყო ეჭვქვეშ, ყოველჯერ საქართველოს მოსახლეობა, საზოგადოება გამოდიოდა და ვიცით ბევრი ადამიანი, რომელიც იძახის, რომ "მე პრაქტიკულად ეს 30 წელი ქუჩაში გავატარე", იმიტომ, რომ დემოკრატიული პრინციპის მიმართ გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის იყო გაპროტესტებული ამ ქვეყანაში.

... ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის გაპროტესტებული იყო ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები ამიტომაც, რომ შევდივართ კრიზისში, ვიცით, რომ ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან რომ ჩვენთან ერთად მონახონ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ამ კრიზისიდან გამოვა მხოლოდ სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი როცა ამის დრო მოვა." განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები