როთი: თუ არჩევნები არ იქნება გამოძიებული, მოვითხოვთ ინდივიდუალურ სანქციებს
ჩვენ ვიმყოფებით აქ, იმიტომ, რომ ძალზედ შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გერმანელი მაღალჩინოსანის თქმით, ვიდრე საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ნათელი არ მოეფინება, ევროკავშირი მის ლეგიტიმაციას ვერ აღიარებს.
ამასთან, როთი საქართველოს ხელისუფლებას ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ნაბიჯების გამო სანქციებს უანონსებს.
როთმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, ორბელიანების სასახლეში პრესკონფერენციაზე არჩევნებზე არსებულ დარღვევებსა და დამოუკიდებელი გამოძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჩვენ ვიმყოფებით აქ, იმიტომ, რომ ძალზედ შეშფოთებულები ვართ უკანასკნელი არჩევნებით და ანტიდემოკრატიული პოლიტიკით. ბოლო დროის არჩევნები საქართველოში არ იყო თავისუფალი და სამართლიანი. უმრავლესობა საარჩევნო უბნებზე ხმის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი, მიდიოდა ამომრჩეველთა მასიური მოსყიდვა, დაშინება.
სანამ ნათელი არ მოეფინება არჩევნებს, ევროკავშირი ვერ აღიარებს ამ არჩევნების ლეგიტიმაციას. თუ ეს განცხადებები დამოუკიდბლეად არ იქნება გამოძიებული, ჩვენ მოვითხოვთ ინდივიდუალურ საქნციებს იმათ მიმართ, ვინც პასუხის აგებს ამომრჩეველზე მანიპულაციაზე. ის, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიის პრინციპებს, მან ფასი უნდა გადაიხადოს. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ინსტრუმენტი, ასევე უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.
როთის თქმით, თუ "ქართული ოცნება" ანტიევროპულ ტრაექტორიას განაგრძობს, საქართელოს ევროკავშირიში გაწვრიანების საკითხი შეჩერებული დარჩება.
თუ გაგრძელდება ანტიევროპული ტრაექტორია და არ გაუქმდება რუსული კანონი და გაგრძელდება ევროკავშირის პრინციპიების ძირის გამოთხრა, საქართველოს პროგრესი ევროკავშირის მიმართულებით შეჩერებული დარჩება.
გერმანელი მაღალჩინოსანი ასევე წუხილს გამოთქვმას იმის გამო, რომ საქართელოს ხელისუფლებამ მათ შხევედრაზე უარი უთხრა.
სამწუხაროდ, მმართველი პარტია და მთავრობას სურვილის არ ჰქონდა, რომ ჩვენ მივიღეთ. ეს გულდასაწყვეტია, იმიტომ, რომ დიალოგი მნიშვნელოვანია, - თქვა როთმა. ( სინქრ. თარმნა)