EU დელეგაციის პასუხი "ოცნების" დემარშს: "ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის - სასაფლაოა"

11.11.24 11:41
EU დელეგაციის პასუხი "ოცნების" დემარშს: "ერთადერთი ადგილი, სადაც კონფლიქტი არ არის - სასაფლაოა"

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გაოგნებულია ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.

ფრედერიკ პეტი პირდაპირ ამბობს, რომ "ოცნების" ეს ქმედება დემოკრატიის სრული უარყოფაა. მისი თქმით, მნიშნელოვანია განხილვები სწორედ მათთან, ვინც შენ კონკრეტულ საკითხებში არ გეთანხმება. 

„გვინდა ვთქვათ, რომ ევროპა არის ოჯახი. ევროკავშირი გახლავთ კონფლიქტების მართვის ინსტრუმენტი. ზოგჯერ ვერ ვთანხმდებით. ევროპაში ჩვენ ზოგჯერ გვაქვს უთანხმოება, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, პარლამენტის წევრი მეუბნება, რომ "მე არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე". ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რასაც დემოკრატია გულისხმობს. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი არის სასაფლაო. მე არ მეჩქარება იქ,“ - განაცხადა პეტმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა

მსგავსი სიახლეები