ოცნება იტყუება, როცა ამბობს, რომ EU-ში გაწევრიანების გარანტი შეუძლია იყოს - პავილიონისი

11.11.24 12:07
ოცნება იტყუება, როცა ამბობს, რომ EU-ში გაწევრიანების გარანტი  შეუძლია იყოს - პავილიონისი

ლიეტუვას პარლამენტის წევრი, ჟიგიმანტას პავილიონისი ამბობს, რომ ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას. 

როგორც ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ  პრესკონფერენციაზე განაცხადა, ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მთავრობათაშორისი პროცესია და როდესაც "ოცნება" გარანტიას იძლევა, ის იტყუება:

"მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. როდესაც ქართული ოცნება ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან"- თქვა პავილიონისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ევროპელი დეპუტატების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.

[სინქრონული თარგმანი]

მსგავსი სიახლეები