ოცნების დემარში პარტნიორებს - პაპუაშვილის წერილს ჟიგიმანტას პავილიონისმა "საბჭოური" უწოდა
ლიეტუველი პოლიტიკოსი ჟიგიმანტას პავილიონისი "ოცნების" ქმედებას, რომელმაც ევროკავშირის დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა, "საბჭოურს" უწოდებს. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამგვარი ქმედებები მისთვის შესამჩნევი ჯერ კიდევ 3-4 წლის წინ იყო.
ძალიან საბჭოურია, მე შევამჩნიე ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას, შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ჩამოვსულვარ ამ წლების განმავლობაში და შეხვედრებს ვერ ვახერხებდი. ერთი გამონაკლისი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ აკრიტიკებ, როგორც წესი აღარ გხვდებიან - ეს არის საბჭოთა მიდგომა,- განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა.[სინქრონული თარგმანი]
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა.
პაპუაშვილი წერს, რომ „შეუძლებელია ევროპას მშვიდობის პროექტად წარმოაჩენდე და ამავდროულად, ევროპის სახელით, ქვეყანაში არეულობას თესავდე“.