ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ

11.11.24 12:19
ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, პრეზიდენტის სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები, ორბელიანების სასახლის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებთან მივიდნენ.

სამოქალაქო აქტივისტების ოგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ევროპელი პოლიტიკოსები ევროკავშირის ჰიმნის ფონზე გააცილეს.

"მადლობა მხარდაჭერისთვის" უთხრეს აქციის მონაწილეებმა ევროპელ მაღალჩინოსნებს. 

ცნობილია, რომ აქციის მონაწილეები ორბელიანების სასახლიდან სასტუმრო „რუმსში“ გადაინაცვლებენ, სადაც ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები მორიგ შეხვედრას ოპოზიციასთან გამართავენ.

მსგავსი სიახლეები