საგანგებო აუდიენცია ევროკავშირის დელეგაციასთან - ოპოზიცია EU- ს მაღალჩინოსნებს ხვდება
რა აქვს სათქმელი ოპოზიციას ევროკავშირის დელეგაციასთან - შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციის ლიდერებმა განაცხადეს, ევროკავშირის დელეგაციას გაყალბების დანაშაულებრივ სქემაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. ოპოზიცია საერთაშორისო გამოძიების დაწყებას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
მიტაცების დასამტკიცებლად უამრავი ფაქტია წარდგენილი, უბრალოდ „ოცნებას“ დაბრმავებული აქვს თვალები, შესაბამისად, ის არის მიმტაცებული და ფაქტებს უგულებელყოფს. უამრავი ფაქტია წარდგენილი, ამას მხოლოდ ობიექტური შემფასებელი და პოლიტიკური ძალა სჭირდება. მიმტაცებელი კი თავის მიერ ჩადენილ დანაშაულს არ გამოიძიებს და არ აღიარებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების მიტაცების პირეობებში დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება, შეუძლებელია. ევროკავშირის დელეგაციის წევრებს, ვაპირებთ მივმართოთ შეთავაზებით, რომ როგორც კანდიდატის სტატუსი მქონე ქვეყანაში, საქართველოში დაიშვას საერთაშორისო და ევროპული აქტორების მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში იმისთვის, რომ დადგინდეს გაყალბების მასშტაბები. ის რომ დარღვეულია თავისუფალი ნების უმნიშვნელოვანესი პრინციპი ეს ცხადია, თუნდა იქიდან გამომდინარე, რომ დარღვეულია ფარულობის პრინციპი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, ამ წუთებში, კონკრეტულად ხვდება შემდეგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო”, “გახარია საქართველოსთვის” და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”.