გიორგი ვაშაძე: გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, მნიშვნელოვანია, 19:00 საათზე ყველანი რუსთაველზე ვიყოთ

11.11.24 13:30
გიორგი ვაშაძე: გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, მნიშვნელოვანია, 19:00 საათზე ყველანი რუსთაველზე ვიყოთ

“ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მოსახლეობას დღეს დაგეგმილ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. 

მისი თქმით, აქციაზე იქნებიან საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციის წევრებიც.

პირველი, მინდა ვთქვა, რომ 19:00 საათზე ძალიან გთხოვთ, რუსთაველზე მობრძანდით, მოკლედ ვადაში ანონსდება, მაგრამ ჩვენ ვთხოვეთ, ჩვენი ევროპელი მეგობრებიც მოვლენ, საზოგადოებას მიმართავენ, ამიტომ, რაც შეიძლება მეტნი უნდა ვიყოთ და ძალიან მნიშვნელოვანია 19:00 საათზე ყველანი რუსთაველზე ვიყოთ, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

რაც შეეხება დღეს გამართულ შეხვედრას, ვაშაძის თქმით, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებთან კონკრეტული ნაბიკების შესახებ ისაუბრეს, თუ როგორი უნდა იყოს საერთაშორისო რეაქცია: 

ძალიან სიღრმისეული საუბარი გვქონდა და კარგად აქვთ გაცნობიერებული, სად არის ახლა სიტუაცია. ჩვენ ვართ ლეგიტიმაცია, ლეგიტიმური ხალხი ანუ ხალხშია ახლა ლეგიტიმაცია და არა „ქართულ ოცნებაში“. ეს არის ძალიან მკაფიო, ამიტომ არა მხოლოდ სანქციებზე, აქ არის ძალიან ფართო სპექტრ ნაბიჯებზე საუბარი, რაზეც ჩვენ გვქონდა ახლა მსჯელობა, დაწყებული ინდივიდუალური სანქციებით, გაგრძელებული როგორი უნდა იყოს საერთაშორისო რეაქცია, როგორ ვაქციოთ ეს კონკრეტულ მექანიზმებში. ჩვენ ამაზე ძალიან სიღრმისეულ ვიმსჯელებთ და ვფიქრობ, გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება"- დასძინა ვაშაძემ. 

მსგავსი სიახლეები