"ქართულმა ოცნებამ" "სახლის გასაღები უნდა დააბრუნოს" - ჯაფარიძე EU-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ

11.11.24 13:42
"ქართულმა ოცნებამ" "სახლის გასაღები უნდა დააბრუნოს" - ჯაფარიძე EU-ს დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ

 "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ევროპელ პარტნიორებს საქართველოში შექმნილი ვითარების და 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ადეკვატური წარმოდგენა აქვთ. ამის შესახებ მან ევროკავსირის დელეგაცაისთან შეხვედრის შემედგ ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ევროპაში არსებობს მოსაზრებაც, რომ თუკი ქვეყანა ევროპულ ოჯახში აღარ არის, "ოცნებამ" "სახლის გასაღები უნდა დააბრუნოს". ჯაფარიძე პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლებას ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს და ეს პროცესი აუცილებლად უნდა შეჩერდეს. 

ეს ადამიანები არიან ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრები. მათ აბსოლუტურად ადეკვატური წარმოდგენა აქვთ რაც მოხდა. ისინი ფიქრობენ, როგორ დაეხმარონ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ ის, რისთვისაც იბრძოდნენ მთელი თაობები ქართველი ხალხის, ამიტომ, მათი მზაობა არის ცალსახა. ისინი აპირებენ თავიანთ მთავრობებსაც გადასცენ ზუსტად ის მოსაზრება, რაც მათ ჩამოყალიბებული აქვთ. რაც აქ ჩატარდა 26 ოქტომბერს, ამას ვერ დაერქმევა ვერც თავისუფალი, ვერც სამართლიანი არჩევნები. მიტაცებული იქნა მთელი პროცესი. ეს პოზიცია არის ძალიან მკაფიო, ასეთი აზრიც არის უკვე ევროპაში, რომ თუკი ოჯახში აღარ არის „ქართული ოცნების“ გამოისობით ქვეყანა, მაშინ უნდა დააბრუნონ სახლის გასაღები. ასეთი აზრიც გაისმის უკვე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართულ ოცნებას“ ქვეყანა მიჰყავს დაღუპვისკენ, უფსკრულისკენ და ეს უნდა შევაჩეროთ, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე. 

ოპოზიციასთან შეხვედრამდე  8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს შეხვდნენ და აუდიენციის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს უპასუხეს. 

 

მსგავსი სიახლეები