ფინელი დეპუტატი: არჩევნებს ადგილობრივი უწყებები ობიექტურად ვერ გამოიძიებენ

11.11.24 14:43
ფინელი დეპუტატი: არჩევნებს ადგილობრივი უწყებები ობიექტურად ვერ გამოიძიებენ

მიღებული ინფორმაციით, არ ვფიქრობ, რომ შესაძლებელია ადგილობრივი გამოძიება - ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა, იუკა კოპრამ განაცხადა.

მისი თქმით, აღჩევნების გამოძიების პროცესში საერთაშორისო საზოგადოება უნდა ჩაერთოს: 

ეს უნდა იყოს ევროპული საბჭო, ეუთო ან საგამოძიებო კომისია. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ევროპარლამენტში შექმნილი კომისია, რომელიც სამართლიანად გამოიძიებს არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს. საქართველოში იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც სხვადასხვა უწყებებისგან მოვისმინეთ და სხვადასხვა განცხადებებიდან ოქტომბერში ჩატარებული არჩევნების ფაქტებთან დაკავშირებით, არ მჯერა, რომ შესაძლებელია ობიექტური გამოძიების ჩატარება ადგილობრივი უწყებების მხრიდან. სწორედ ამიტომ უნდა წარმართოს დამოუკიდებელმა ორგანომ სანდო, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, - ამბობს ფინელი დეპუტატი. 

შეგახსენებთ, თბილისში 8 ევროპული ქვეყნის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები იმყოფებიან.

ისინი პრეზიდენტს და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ. 

დელეგაციის წევრები მესამე სექტორის წარმომადგენლებს ამ წუთებში ხვდებიან. საღამოს ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტის წინ აქციაზე მივლენ და ქართველ ხალხს მიმართავენ. 
 

მსგავსი სიახლეები