EU-ს დელეგაცია NGO-ებს შეხვდა - ევროპელი მაღალჩინოსნები მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან

11.11.24 15:05
EU-ს დელეგაცია NGO-ებს შეხვდა - ევროპელი მაღალჩინოსნები მედიის წარმომადგენლებს ხვდებიან

რა სქემით მიიტაცა "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩევლების ხმები? - ადგილობრივი დამკვირვებლები ევროკავშირის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა პარტნიორებს არჩევნებზე დარღვევების მტკიცებულებები მიუტანეს, რომელიც ცხადყოფს, რომ მმართველა პარტიამ არჩევნებზე, სულ მცირე, ხმების 8% მიიტაცა. 

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევთ სადამკვირვებლო მისიის დროს იდენტიფიცირებულ დარღვევებზე. მათ უნდა ავუხსნათ, თუ რაშ მდგომარეობდა არჩევნების დღეს მანიპულაციები, როგორი სქემა მოქმედებდა, როგორი გავლენა ჰქონდა ამ ყველაფერს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე, ხმის მიცემის ფარულობაზე, - თქვა შეხვედრის დაწყებამდე ყოფილმა ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ. 

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო დოლიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა უცხოელ პარტნიორებს მიაწოდეს ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე და პრობლემებზე, „რამაც აღნიშნულ არჩევნებზე გავლენა იქონია“.

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ასეთი ძალიან მაღალი დონის ვიზიტი. ეს აჩვენებს ინტერესს იმისა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ევროპელებს, რომლებსაც სურთ მუდამ ჩვენ გვერდით დგომა, უნდათ, რომ უფრო მეტად იცოდნენ, რა მოხდა არჩევნების დროს. შესაბამისად, საუბრის თემა, რა თქმა უნდა, იყო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევები და პრობლემები, რამაც არჩევნებზე გავლენა იქონია. ყველა ჩვენ-ჩვენი დაკვირვების შედეგები მივაწოდეთ და ნიშანდობლივია ის, რომ ისინი ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა სერიოზული დარღვევები იყო ამ არჩევნებზე და ამან, როგორ იქონია გავლენა არჩევნების შედეგებზე“, - განაცხადა ნინო დოლიძემ.

ამ წუთებში ევროკავშირის დელეგაცია მედიის წარმომადგენლებს ხვდება. განხილვის თემა ისევ და ისევ გაყალბებული არჩევნებია.

 

 

მსგავსი სიახლეები