კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა

11.11.24 16:55
კობახიძე ამბობს, რომ აშშ-ში არჩევნები დარღვევებით ჩატარდა

საქართველოს პრემიერ მინისტრის თანახმად, შეერთებულ შტატებში არჩევნები დარღვევით ჩატარდა. იგივე თქვა ირაკლი კობახიძემ მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზეც. 

კობახიძე თვლის, რომ სწორედ ამ ქვეყნებში ჩატარებული არჩევნები უნდა იყოს გამოძიებული. 

თუ სადმე გამოსაძიებელია არჩევნები, ეს არის მოლდოვაში და თქვენ როგორც ხედავთ არავითარი გამოიძება არ წარიმართება, მიუხედავად იმის, რომ იყო საკმაოდ უხეში ჩარევები საარჩევნო პროცესში. ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ხედავდით რა რეჟიმში წარმართებოდა სააარჩევნო პროცესი. ხმის ფარულობაზე როდესაცაა საუაბრი, ფაქტობრივად, საერთოდ არ იყო შტატების ძალიან დიდ ნაწილში უზრუნვეყოფილი ხმის ფარულობა. აღარაფერს ვსაუბრობ იმაზე, რომ საერთოდ პირადობების გარეშე ხდებოდა ხმის მიცემა ძალიან ბევრ შტატში, მაინცდამაინც ისე აღმოჩნდა, რომ შესაბამის შტატებში ერთი კონკრეტული პარტიის კანდიდატი იღებდა ხოლმე მეტ ხმას, ვიდრე მეორე კანდიდატი. თუ სადმეა გამოსაძიებელი, ჯერ სხვა ქვეყნებით უნდა დავიწყოთ. რაც შეეხება ჩვენს მიდგომას - აბსოლუტურად ღია და გახსნილი ვართ ყველაფრისთვის და ამის გამოვლინებაა პროკურატურის გდამოკიდებულებაც. 

მსგავსი სიახლეები