სათვალთვალო კამერები და ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა - სად არის ჩანაწერები საარჩევნო უბნებიდან?
ამომრჩევლის დაშინება და კონტროლი - ცესკოში ადასტურებენ, რომ უბნებზე დამონტაჟებული კამერები მმართველი პარტიის საკუთრებაა. ახლა ჩნდება კითხვა, სად არის და რა მიზნით შიფრავენ ჩანაწერებს, სადაც, სავარაუდოდ, კარგად ჩანს, ვინ ვის მისცა ხმა. ტექნიკა წინა არჩევნების დროს "ოცნებამ" ცესკოს ათხოვა, კალანდარიშვილის უწყებამ კი გადამწყვეტ არჩევნებზე ისევ ივანიშვილის გუნდს დაუბრუნა.
კამერები ისეთი მცირე დისტანციით იყო ხმის მიცემის მოწყობილობასთან დაშორებული, რომ თავისუფლად იყო აღქმადი ამომრჩევლის სახე და მის მიერ გაფერადებული საარჩევნო ნომერი. ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ 26 ოქტომბერს ხმის მიცემის ფარულობა დაცული არ იყო. ჩანაწერები ახლა მმართველი პარტიის ხელშია, რაც შესაძლოა "ქართულმა ოცნებამ" იმ მოქალაქეების წინააღმდეგ რეპრესიებისთვის გამოიყენოს, ვინც 41 არ გააფერადა.