მამუკა ხაზარაძე: ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს

11.11.24 20:27
მამუკა ხაზარაძე: ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს

ეს ბრძოლა ქართველი ხალხის გამარჯვებით დამთავრდება - ამის შესახებ კოალიცია "ძლიაერი საქართველოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

როგორც მან "ტვ პირველ" უთხრა,  ქართველი ხალხი თავისუფლებას არასდროს დათმობს. ხაზარაძემ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიმართა და თქვა, რომ "დღეს სახლში ჯდომის დრო არ არის": 

მეგობრებო, სახლში ჯდომის დრო არ არის, აღიჭურვეთ მოთმინებით, გამძლეობით, ამ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გადავარჩენთ. ეს გადარჩენა კი დღეს გადის აქტიურობაზე, სიმტკიცეზე, მოთმინებაზე. ეს არ არის მარტივი ბრძოლა. ეს არ არის ბრძოლა ბიძინასა და მის მოღალატე ბანდის წინააღმდეგ, ეს არია ბრძოლა იმ ისტორიული მტრის, დამპყრობლის იმპერიის აღდგენის წინააღმდეგ, რასაც რუსეთი ქვია. 

 

მსგავსი სიახლეები