ანა წითლიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ანა წითლიძე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ანა წითლიძე აღნიშნავს, პროკურატურა თავად იყო ჩართული არჩევნების გაყალბების პროცესში, ამიტომ გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურიდან დამირეკეს, დაკითხვაზე გიბარებთოპროკურატურა, რომელიც პირდაპირ ჩართული იყო არჩევნების გაყალბების სქემაში და მათ შორის პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში - ნდობა არა აქვს არც ჩემგან არც საქართველოს მოქალაქეებისგან. შესაბამისად მისვლას არ ვაპირებ“, - წერს ანა წითლიძე.