''დღეს ევროპის გული თბილისში ძგერს'' - თინა ბოკუჩავა

11.11.24 20:58
''დღეს ევროპის გული თბილისში  ძგერს'' - თინა ბოკუჩავა

''დღეს ევროპის გული თბილისში  ძგერს'' -  ამ სიტყვებით მიმარტა, ''ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს. 

''ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა''- განაცხადა მან. 

დღეს ევროპის გული თბილისში  ძგერს. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავაგონოთ მთელ მსოფლიოს, რომ საქართველოს ადგილი ნამდვილად ევროპაშია და თქვენ დღეს ჩვენი აქ  დგომით კიდევ ერთხელ მივანიშნებთ, რომ არ დავთმობთ ევროპულ მომავალს და ჩვენი ერთიანობით აუცილებლად დავიბრუნოთ ევროპულ მომავალს და მივიღებთ ახალ არჩევნებს, რადგან  ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დაბრუნება გადის სწორედ არჩევნების უფლების დაბრუნებაზე, რომელიც ივანიშვილმა ჩამოგვართვა. დღეს ჩვენ ევროპელ მეგობრებთან ერთად კიდევ ერთხელ გავაგონოთ ხმა   ივანიშვილს, რომ ჩვენ ვიცით სად არის ძალა. ძალა ერთობაშია და ძალა  ევროპაშია,''- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.  

ჩვენ ვართ ევროპა - მოპარული არჩევნების წინააღდმეგ ხალხი ისევ ქუჩაში გამოდის. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.

საქართველოს მოქალაქეები არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ. 

ევროკავშირის რვა ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეთა დელეგაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე  აქციას შეუერთდა. 

გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის პარლამენტების კომიტეტების ხელმძღვანელები ქართველი ხალხის გვერდით დადგნენ, რომლებიც ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ევროპელი პოლიტიკოსები ქართული საზოგადოების მიმართ სოლიდარობას გამოხატავენ და არჩევნების გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. 

მსგავსი სიახლეები