საბჭოთა კავშირის მსგავსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა ხელში უჭირავს - პავილიონისი ივანიშვილის შესაძლო დასანქცირებაზე საუბრობს
საბჭოთა კავშირის მსგავსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა ხელში უჭირავს - ამ სიტყვებით მოიხსენია ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და თქვა, რომ ახალმა ბრიუსელმა შესაძლოა, "ოცნების" დამფუძნებლის "დასჯის გზა გამოძებნოს".
ევროპელმა დიპლომატმა პირდაპირ თქვა, რომ სწორედ "ოცნების" დამფუძნებელმა და მისმა პარტიამ მოიპარა საქართველოში არჩევნები და ჩაკეტა ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.
"პირველებთან" ინტერვიუს დროს პავილიონისი ხაზგასმით აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნგრეთთან მეგობრობა საქართველო მთავრობას ვერ დაეხმარება.
"ერთი პატარა ქვეყანაა საკმარისი, რომ თქვენი წევრობა დაბლოკოს ევროკავშირში და ამას ყველა გააკეთებს, ყველა დაბლოკავს"- ამბობს ლიეტუვის სეიმის წევრი.
პავილიონისმა ქართველებს ერთიანობიკენ მოუწოდა - თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მოძრაობა , შეგიძლიათ მას ევროპული მოძრაობა დაარქვათ და იმოქმედოთ - თქვა ევროპელმა დიპლომატმა და ქართველებს პირდაპირ უთხრა, რომ "რუსული ოცნებებით ბედნიერები ვერ იქნებან"
იმედი მაქვს, ეს საბჭოთა კავშირის მსგავსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა ხელში უჭირავს, მიხვდება, რომ პოლიტიკური პლურალიზის გარეშე მომავალი არ არსებობს. როცა ლიეტუვა ევროკაშირის წევრი ხდებოდა, ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ან თავისუფლებას ევროკაშირის შიგნით მოვიპოვებდით, ან არადა ბელორუსის მსგავსად დავიღუპებოდით. არ მინდა, რომ ამ დიდებულმა ბიბლიურმა ქვეყანამ სუვერენულობა დაკარგოს. ჩვენ არ შეგვიძლია უფლება მივცეთ მათ ხმები მოიპარონ, ვინც ამ ქვეყანას დემოკრატიისგან აშორებს. ახლა დროა, ხელის ჩამორთმევის ნაცვლად, მათ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ , რადგან ისინი ამ ქვეყნის თავისუფლბას იპარავენ. ბიძინა ივანიშვილს უნგრეთში დიდებული მეგობარი ჰყავს, რომელიც მას აჩვენს, თითქოს ეს არის ევროკაშირისკენ მიმავალი გზა. არა ეს გზა ევროკავშირამდე ვერ მიგიყვანთ. ერთი პატარა ქვეყანაა საკმარისი, რომ თქვენი წევრობა დაბლოკოს ევროკავშირში და ამას ყველა გააკეთებს, ყველა დაბლოკავს. შესაძლოა, ახალმა ბრიუსელმა, ახალმა კომისიამ საბოოლოოდ გამოძებნოს გზა და დასაჯოს ის, ვინც ანადგურებს ჩვენს თავისუფლებას და დემოკრატიას.
იმედი მაქვს, რომ ქართველები გაერთიან, ეს ქართველებისთვის ყველაზე რთულად მისაღწევი რამაა. არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება, პრეზიდენტი, ახალგაზრდები . თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მოძრაობა , შეგიძლიათ მას ევროპული მოძრაობა დაარქვათ და იმოქმედოთ. ძალიან რთული სამუშაოა, მაგრამ შესაძლებელია. ჩვენ ეს შევძელით, მიუხედავად იმისა, რომ არავის სჯეროდა ამის. ჩვენ ევროკავშირსა და ნატოში 20 დიახ მოვიპივეთ, ახლა ჩვენი ახალგაზრდები პლანეტაზე ყველაზე ბედნიერები არიან. მინდა, რომ თქვენი შვილებიც ასეთები იყვნენ. მაგრამ რუსული ოცნებებით ბედნიერები ვერ იქნებით, ბედნიერი მხოლოდ ევროპული ოცნებებით იქნებით", - განაცხადა პავილიონისმა.