სააკაშვილის პატიმრობას გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და ეს კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს - ფავლენიშვილი
მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს პოლონელ მეგობრებს, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში, - ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა მიჰაუს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ცხადია, რომ როდესაც ქვეყნის რუსული სტილით მართვა დასრულდება, დამთავრდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც.
ჩვენ ვნახეთ არაერთი საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ შეფასება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის, მათ შორის როგორც ანგარიშსწორების ფორმის პოლიტიკური შურისძიების გამოხატულება და ზოგადად ის, რომ მიხეილ სააკაშვილი გახლავთ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში გამორჩეული და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პატიმარი და ეს არის ცნობილი ფაქტი, რადგან პუტინის იმპერიას ვინც უპირისპირდებოდა რეგიონის მასშტაბით, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მის პატიმრობას აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა. როდესაც რუსული სქემით ქვეყნის მართვა დასრულდება, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაც დასრულდება. ეს არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური პროცესი, რაც ჩვენს პოლონელ მეგობრებს, რომლებიც არიან ანტიპუტინისტური მოძრაობის, ძალიან კარგად ესმით, განსხვავებით ივანიშვილის ბანდისა, რომლებიც არიან პუტინის რეჟიმის მონურ მორჩილებაში, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
გუშინ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრმა მიჰაუ კამისნკიმ თბილისში, პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე მიხეილ სააკაშვილი დიდ პოლიტიკოსად მოიხსენია.