გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება - ოპოზიცია EU-თან მოლაპარაკებების დაწყების გეგმაზე მსჯელობს
გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება - "პირველების " ინფორმაციით, პროდასავლური პარტიები EU-თან მოლაპარაკებების დაწყების გეგმაზე მსჯელობენ.
უფრო კონკრეტულად, პროდასავლური ოპოზიცია ისეთი ფორმატის შექმნას განიხილავს, რომელიც ოპოზიციას გააერთიანებს და ამ ფორმატის მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იქნება.
პროდასავლური კოალიციის ლიდერები ამბობენ, რომ ეს წინადადება ევროკავშირის ქვეყნის ლიდერებისგან წამოვიდა. მათი თქმით, უცხოელი მეგობრები ფიქრობენ, რომ ოპოზიცია პარტნიორებს ერთ ხმაში უნდა ელაპარაკებოდეს და მათი პოზიცია თანხვედრაში უნდა იყო.
შეხვედრას, რომელიც "ძლიერი საქართველოს" ოფისში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", კოალიცია "ცვლილებებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერები ესწრებოდნენ, თუმცა როგორც "ტვ პირველმა" გაარკვია, შეხვედრას, სადაც ერთიან ფორმატის შექმნაზე ინიციატივა წამოვიდა, გახარიას გუნდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
პარტნიორებს ნამდვილად სურთ, რომ ოპოზიცია, რომელიც დღეს არის უპრეცედენტოდ ერთიანი ერთი ხმით საუბრობდეს უცხოელ პარტნიორებთან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ხელისუფლება რეალურად არის პოლიტიკურ იზოლაციაში. გუშინდელი დელეგაცია შეხვდა ასევე პრეზიდენტს და სავარაუდოდ, მასთანაც ჰქონდათ პირდაპირი კომუნიკაცია აღნიშნულ საკითხზე. ასევე იცით, რომ ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ჩენ პრეზიდენტთან. ძალიან ხშირად ვიკრიბებით იმისთვის, რომ მიმდინარე საკითხები მასთან შევათანხმოთ. ბუნებრივია, ჩვენს შემდეგ შეხვედრაზე ესეც იქნება განხილვის საგანი, გახარიას პარტიის წარმომადგენელი გუშინ იმყოფებოდა შეხვედრაზე ევროპელ ლიდერებთან, მან მოისმინა შესაბამისად, ეს მოწოდება. დანარჩენზე, დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც საზოგადოებას თავად აცნობებენ, - უთხრა "ტვ პირველს" შეხვედრის დასრულების შემდეგ თინა ბოკუჩავამ.