თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ბუაძის და თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

12.11.24 13:33
თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა ბუაძის და თენგო თევზაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

დაკითხვების სერია თბილისის საქალაქო სასამართლოში -  მოწმის სტატუსით გამომძიებლების კითხვებს ერთ საათზე მეტია კოლიცია „ძლიერი საქართველოს“  და „ცვლილებისთვის" წარმომდგენლები პასუხობენ. საბა ბუაძე და თენგო თევზაძე პროკურატურის მოწმეთა სიაში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმის ფარგლებში აღმოჩნდნენ. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გაბიტაშვილის უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადეს და სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხებიან. 

საბა ბუაძე სასამართლოში მტკიცებულებებით შეიარაღებული მივიდა. მისი თქმით, აღნიშნული მტკიცებულებები არჩევნების გაყალბებას ადასტურებს, თუმცა პროკურატურას სიმართლის გაგების სურვილი არ აქვს. 

ოთარ ფარცხალაძის, იგივე ოთარ რომანოვის, აი ამ სიყალბის, ოროსნების და თაღლითების სამჭედლოს არ აქვს არანაირი საზოგადოებრივი ნდობა და ამას, ყოველდღიურად, პროკურატურა და მთლიანად ეს მართლმსაჯულების სისტემა ადასტურებს თავად. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არსებობს საკმარისზე მეტი, მტკიცებულებები არსებობს, ფაქტობრივად, ყველა საარჩევნო ოლქთან მიმართებაში, მტკიცებულებები შეეხება როგორც არჩევნების დღემდე არჩევნების გაყალბების მცდელობას, ისე არჩევნების დღეს ჩადენილ დანაშაულს. მაგრამ ვხედავთ, რომ ჯერ-ჯერობით პროკურატურისგან გვაქვს ძალიან უხერხული და სამარცხვინო დუმილი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი. ამ გამოძიებას აქვს ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური მიზანი, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ ივანიშვილის პარტიულ და რუსულ ინტერესებს მოემსახუროს ის, რასაც აქ ჩაატარებენ", - ამბობს საბა ბუაძე. 

თენგო თევზაძის განცხადებით კი გამოძიება არა ოპოზიციონერი და არასამტავრობოების წარმომადგენლების დაკითხვით, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების და"ქართული ოცნების" შტაბის წევრების დაკითხვით უნდა დაწყებულიყო.

"სასაცილოა, როდესაც პროკურატურა იწყებს გამოძიებას არჩევნების გაყალბების საკითხზე და არჩევნების გაყალბების კითხვას ოპოზიციას და სადამკვირვებლო ორგანიზაციის წევრებს. მე არ მჯერა ამ გამოძიების, ვინაიდან ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების დაკითხვით და "ქართული ოცნების" შტაბის წევრების დაკითხვით. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ ვინ მივიდა არჩევნებზე, ვინ არიან ის პირთა წრე ვინც არჩევნებზე მივიდა და უნდა გაიხსნას ეს ბაზები. თუ პროკურატურას რეალურად უნდა გამოძიება უნდა გახსნას მან ეს ბაზები. ეს გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე, მაგრამ "ქართული ოცნების" პირობებში არა. არჩევნების გამყალბებლები აუცილებლად დაისჯებიან," - განაცხადა თენგო თევზაძემ გამოკითხვაზე შესვლამდე. 

მსგავსი სიახლეები