Reuter, Associated Press, ABC - მსოფლიო მედია ქართველი ხალხის პროტესტის შესახებ წერს
Reuter, Associated Press, ABC - მსოფლიო მედია ქართველი ხალხის პროტესტის შესახებ წერს. "ქართველი ხალხი ქუჩებში ახალი არჩევნების მოთხოვნით გამოდის" - ამ სათაურებით დასავლეთში სტატიები ერთმანეთის მიყოლებით იწერება.
ამერიკული და ევროპული მედია წერს, რომ ქართველი ხალხი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის და საქართველოს დროშებით ხელში დახმარებას ითხოვს.
ათასობით ადამიანი თბილისში ახალი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდა. თბილისის ქუჩებში გამოსული ადამიანები ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საერთაშორისო ზედამხვედველობით არჩევნების გაყალბების ფაქტების გამოძიებას ითხოვენ. ბევრი ქართველი საპარლამენტო არჩევნებს უყურებდა როგორც რეფერენდუმს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ევროკავშირმა კი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი რუსული სტილის კანონის დამტკიცების გამო შეაჩერა. ვაშინგტონისა და ბრიუსელის ოფიციალური პირები არჩევნების სრულ გამოძიებას ითხოვენ, კრემლმა კი ჩარევის ბრალდებები უარყო, - ნათქვამია გავლენიანი გამოცემის სტატიაში.
ათასობით დემონსტრანტი საქართველოს დედაქალაქში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებული შედეგების გასაპროტესტებლად გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები ააფრიალეს და პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. მოითხოვენ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საერთაშორისო გამოძიებას არჩევნების გაყალბების ფაქტებზე. ოპოზიციის ლიდერებმა პირობა დადეს, რომ პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს გამოუცხადებენ და რეგულარულ საპროტესტო აქციებს გამართავენ სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, - წერს საერთაშორისო მედია.