როგორ გაყალბდა არჩევნები - დამკვირვებლებმა EU-ს დელეგაციის წევრებს მტკიცებულებები მიაწოდეს

12.11.24 14:18
როგორ გაყალბდა არჩევნები  - დამკვირვებლებმა EU-ს დელეგაციის წევრებს მტკიცებულებები მიაწოდეს

როგორ გაყალბდა არჩევნები - თბილისში  ჩამოსული  დელეგაციის წევრები დამკვირვებლებს შეხვდნენ და საკუთარი ყურით მოისმინეს, ყველა იმ დარღვევის შესახებ, რომელიც 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირდა. 

დამკვირვებლებმა ისაუბრეს სისტემურ პრობლემაზე, რომელიც თითქმის ყველა უბანზე დაფიქსირდა, როცა ფარულობა დაირღვა. შეხვედრაზე მყოფმა პირებმა ისაუბრეს დამკვირვებლების შევიწროებაზე, ფულის გადაცემაზე და სხვა. 

შეხვედრაზე ერთ-ერთმა დამკვირვებელმა EU-ს დელეგაციის ინფორმაცია მიაწოდეს კარალეთის ერთ-ერთ უბანზე მომხდარ ფაქტზე, როცა მათი თქმით, გამგეობის წევრის ოჯახის წევრმა ამომრჩეველს ფული გადასცა. 

გარდა ამისა, დამკვირვებლები ჰყვებიან, რომ საარჩევნო უბანზე მივიდა პატიმარი, რომელიც წესით საპატიმროში უნდა ყოფილიყო. დარღვევის აღმოჩენის შემდეგ დამკვირვებლების თქმით, მოქალაქემ მათ დაუდასტურა რომ ციხიდან არჩევნებზე ხმების "ქართული ოცნების" მისაცემად გამოუშვეს.

მწერალმა ლაშა ბუღაძემ გავლენიან ევროპელ ლიდერებს მოუწოდა, კიდევ უფრო მკაცრი და ცხადი ნაბიჯები გადადგან: 

"ჩვენ ვიბრძოლეთ საარჩევნო უბნებზე, თვეები და წლებია ვიბრძვით თბილისის ქუჩებში ივანიშვილის, ქართული ოცნების" და რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ ბრძოლას კვლავ გავაგრძელებთ, თუმცა მოგმართავთ და გთხოვთ თქვენ, ევროპელებს, დასავლელ ლიდერებს, იგივე შეცდომა არ დაუშვათ, რაც 2008 წელს დაუშვით, როდესაც ბუქარესტის სამიტზე საქართველოს და უკრაინას, მათ შორის გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მოღვაწეობის შედეგად უარი ეთქვა მაპის მიცემაზე. აქედან სამივეში პუტინი  საქართველოს თავს დაესხა. თუ თქვენ არ იქნებით თანმიმდევრულები, მკაცრები და ძალიან ცხადები ჩვენ ისევ გვშთანთქავს რუსეთი.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე თქვენ გაყენებთ შეურაცხყოფას,  უსაქმურებს გეძახით, ამის შემდეგ მიდის ევროპის დედაქალაქებში და იქიდან ვიდეოებს ავრცელებს, თუ როგორ არ აქვს პრობლემა იქ ჩასვლის. ამიტომ, დაასანქცირეთ, თქვენ თქვენი პასუხისმგებლობა გაქვთ!" - მიმართა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ლაშა ბუღაძემ. 

მსგავსი სიახლეები