"მკითხეს, ოპოზიციამ ხომ არ გააყალბა არჩევნებიო" - თენგო თევზაძის გამოკითხვა დასრულებულია

12.11.24 15:28
"მკითხეს, ოპოზიციამ ხომ არ გააყალბა არჩევნებიო" - თენგო თევზაძის გამოკითხვა დასრულებულია

ამ წუთებში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრის, თენგო თევზაძის გამოკითხვა დასრულდა. სხდომიდან გამოსული ოპოზიციონერი "პირველებთან" ამბობს, რომ  ორსაათიანი გამოკითხვიდან, საათი და 40 წუთი მის პრესკონფერენციაზე ეკითხებოდნენ.

ბოლო შეკითხვა იყო ასეთი - ოპოზიციამ ხომ არ გააყალბა არჩევნებიო - ამბობს თენგო თევზაძე. 

მე ავიღე პასუხისმგებლობა კოალიცია "ცვლილებაზე" და ვთქვი, რომ კოალიციას არჩევნები არ გაუყალბებია. ეს იყო კომიკური და სასაცილო და ჩემი აზრით, ეს გამოძიება არ მოიტანს შედეგს. მე დარწმუნებული ვარ, მართალია ამას დასჭირდება დრო, თუმცა სამართლიანი გამოძიების პირობებში, აუცილებლად დადგება შესაბამისი შედეგი. ახლა მივხდი, რატომ იყვნენ ჩემზე გაბრაზებულები პაპუაშვილი და მდინარაძე, როდესაც ამბობდნენ, თენგოს და თენგოს... ორსაათიანი გამოკითხვიდან, საათი და 40 წუთი იყო ჩემს პრესკონფერენციაზე საუბარი, მეტსაც გეტყვით, დისკი გავხსენით და მოვისმინე თავიდან ჩემი პრესკონფერენცია. ხო კიდევ, ვინმე სხვასო თუ შეეძლო არჩევნების გაყალბებაო. სამწუხარო, მაგრამ ასეთი მოცემულობა გვაქვს დღეს ჩვენ", - ამბობს თენგო თევზაძე. 

შეგახსენებთ, რომ დღეს "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საბა ბუაძე და კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ტენგო ტევზაძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხნენ.  

მსგავსი სიახლეები