კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს.
კერძოდ, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებულის, დავით ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების მიზეზი, ირაკლი კობახიძის განცხადება გახდა, მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
მოლდოვა ღრმა უკმაყოფილებას გამოთქვამს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოლდოვის რესპუბლიკის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე საარჩევნო პროცესის დამახინჯებული და შეუსაბამო განხილვის გამო”, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ყოფნის დროს, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე საუბრისას განაცხადა, რომ “თუ სადმე იყო პრობლემები არჩევნებზე, ეს იყო მოლდოვაში”.