"ოცნება" ვა ბანკზე მიდის - მმართველი პარტია ოპოზიციას გაუქმებით ემუქრება

12.11.24 20:15
"ოცნება" ვა ბანკზე მიდის - მმართველი პარტია ოპოზიციას გაუქმებით ემუქრება

 

ლეგიტიმაცია ვერმოპოვებული პარტია იმუქრება - პირველი, რაც "ოცნებას" არჩევნებიდან ნახევარ თვეში გაახსენდა, ოპოზიციაა. თუ პოლიტიკური პარტიები წინააღმდეგობას გააგრძელებენ და ხელისუფლებას არ აღიარებენ, მას გაუქმებით ემუქრება. 

პარტიების გაუქმება "ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება იყო, რომლის შესასრულებლად საკონსტიტუციო უმრავლესობისთვის საჭირო მხარდაჭერას ითხოვდა, ასეთი რეიტინგი კი ცესკოს შედეგებმაც კი არ აჩვენა. უფრო მეტიც, თბილისში, რომლის მერი სხვების აკრძალვით იმუქრება, მისმა პარტიამ გამარჯვება ვერცერთ ოლქში ვერ მოიპოვა. 

ოპოზიციას მუქარის მარტივი ახსნა აქვს: ივანიშვილი იქცევა ისე, როგორც ავტორიტარებს სჩვევიათ. 

ოპოზიციის აკრძალვის პროცესის წამოსაწყებად 30 დეპუტატის მიმართვა საკმარისი იქნება. ამის შემდეგ პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში ინაცვლებს და კოლეგიის გადაწყვეტილებით სრულდება. თუმცა, კონსტიტუცია ამბობს, რომ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას სამართლებრივი საფუძველი სჭირდება. სასამართლოს შეუძლია, აკრძალოს პარტია, რომლის მიზანი კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფაა. ამას "ოცნება" ოპოზიციას სამართლებრივად ვერ დაუმტკიცებს. ეს ივანიშვილის პარტიამ კარგად იცის, ამიტომაცაა, რომ კომენტარებში მუქარის ავტორები საფუძვლებზე მხოლოდ ზედაპირულად საუბრობენ. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები