ევროპელი პოლიტიკოსების მწვავე გზავნილები რუსთაველის გამზირიდან და "ოცნების" ისტერია
ევროპის დედაქალაქებში თბილისიდან რვა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებით დაბრუნდა. ევროკაშირის დელეგაციამ ერთდღიანი ვიზიტის დროს მოისმინეს და ნახეს არაერთი ფაქტი, რამაც შესაძლოა, ევროკავშირის უმწვავესი რეაგირება დააჩქაროს. უკვე დღეიდან, საქართველოში გაყალბებულ არჩევნებზე მსჯელობა ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტებში დაიწყება.
საერთაშორისო მედიის ფურცლები ისევ თბილისის ამბებით აჭრელდა. "ქართველი ხალხი ქუჩებში ახალი არჩევნების მოთხოვნით გამოდის"- ამ სატაურებით დასაველეში სტატიები "France 24"-მა , "Associated Press"-მა და ამერიკულმა ABC-მ გამოაქვეყნა. გავლენიანი დასავლური მედია წერს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ არჩევენებს არც საქართველოს პრეზიდენტის, არც პარტნიორების და არც ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია აქვს. ის, ვინც ცდილობს, არჩევნები მოგპაროთ, რუსული გემის გზას უნდა გაუყენოთ - ეს იყო ევროპელი პოლიტიკოსების მთავარი სათქმელი ქვეყნის მთავარ გამზირზე შეკრებილი ხალხისთვის.
"ქართული ოცნება" კი სრულ პანიკაშია. რუსთაველის გამზირზე ევროკაშირის 8 ქვეყნის მაღალჩინოსნის ხილვა მათთვის რთული გასაგები აღმოჩნდა. გალანძღეს და გააკრიტიკეს ყველა, ვინც რუსთაველზე ტრიბუნა დაიკავა და ხალხს ამ ფორმით მხარდაჭერა გამოუცხადა. პარნტიორებს ქვეყნიდან გაძევებით ემუქრებიან, მათ მხარდაჭერას კი იუდას ამბორს ადარებენ.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.