აჯანყება გარუსების წინააღმდეგ - ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო ვითარებაა

12.11.24 20:32
აჯანყება გარუსების წინააღმდეგ - ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო ვითარებაა

 

ოკუპირებულ აფხაზეთში გარუსების წინააღდეგ აჯანყება ღამით დაიწყო. პროტესტის მონაწილეებმა სამი მთავარი ხიდი და მაგისტრალი ჩაკეტეს. მთელი ღამე ვითარება საქართველოს ოკუპირებულ ნაწილში კონტროლის ზონიდან იყო გასული. რუსული რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყება მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიციონერები ძალადობრივად დააკავეს, რადგან რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვას აპროტესტებდნენ. ქუჩაში ხალხი შუაღამისას გამოვიდა.

შეტაკებები ე.წ უშიშროების სამსახურთან დაიწყო, სადაც აქტივისტების დაკავების შემდეგ პროტესტის ნიშნად დაკავებულების ახლობლები შეიკრიბნენ. სოხუმში სამხედრო ტექნიკა შუაღამისას შეიყვანეს და დე ფაქტო მთავრობის შენობის გარშემო ჩააყენეს. პროტესტმა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით უკვე ოკუპირებული სოხუმის შესასვლელებთან გადაინაცვლა, ჩაიკეტა გუმისთის და კოდორის ხიდები. შეტაკებები ძალოვანებსა და მომიტინგეებს შორის რადენჯერმე განმეორდა კოდორის ხიდზე.

მთავარ მოთხოვნად დაკავებული 5 ოპოზიციონერის გათავისუფლება იქცა. მარიონეტიული რეჟიმის ლიდერმა ასლან ბჟანიამ უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია, კოდორის ხიდზე კი მოსალაპარაკებლად ე.წ დეპუტატები გაუშვა. დაკავებულები დილის 10 საათამდე უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა პირობა დაარღვიეს, ამიტომ ხიდები თავიდან გადაიკეტა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები