მივმართეთ ცესკოს, რომ საერთოდ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში, რეგისტრაცია გაგვიუქმეთო არ გვითქვამს - გვარამია
კოალიცია “ცვლიელებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განმარტებით, მათ არ მიუმართავთ ცესკოსთვის რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით, მათ მიმართეს იმისთვის, რომ რეგისტრაცია საერთოდ არ შედგეს.
გვარამია ამბობს, რომ ეს ორი სხვადასხვა რამაა და თუ ვინმე კონსტიტუციურ სამართალში ვერ ერკვევა, ეს მისი პრობლემაა.
“ეს ჩემი პრობლემა არაა, უკეთესად უნდა ესწავლა უნივერისტეტში“, - თქვა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“.
ჩვენ არ მიგვიმართავს რეგისტრაციის გაუქმებისთვის, რადგან რეგისტრაცია ჯერ არ შემდგარა. ჩვენ მივმართეთ იმისთვის, რომ რეგისტრაცია, საერთოდ, არ შედგეს, ეს ორი სხვადასხვა რამაა. თუ ვინმე ვერ ერკვევა კონსტიტუციური სამართლის ასეთ პრინციპებში, ეს ჩემი პრობლემა არაა, უკეთესად უნდა ესწავლა უნივერისტეტში.
ჩვენ მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას იმისთვის, რომ საერთოდ არ გაგვატარონ რეგისტრაციაში, რეგისტაცია გამიუქმეთ-თქო არ მითქვამს. არ მაინტერესებს, კიდევ ერთხელ დავწერ, ამ განცხადებას. არ უნდა გამატარონ რეგისტრაციაში, მაგრამ ცესკო რასაც გააკეთებს, იმას ხომ არ გავყვები?! ცესკოსი რომ მჯეროდეს, შედეგებსაც ვაღიარებდი“, - განაცხადა გვარამიამ.
მსგავსი სიახლეები
"ივანიშვილი თავისი მონების მინების მეშვეობით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს" - შალვა ნათელაშვილი
" ამერიკის საელჩოში მიღებაზე, ამერიკას ეფიცება ერთგულებას, ეს ერთი დაქირავებული მონა ივანიშვილის, ხოლო მეორე მონა - ფეხბურთელი, მიდის თეირანში ესწრება აიათოლას დაკრძალვას"- ამბობს ნათელაშვილი